ჩემ შესახებ


ჩემს შესახებ: მე ვარ მაია თოთიბაძე, სსიპ ქალაქ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი. 

დავამთავრე მუსიკალური ათწლედი და დავიწყე მუშაობა საჯარო სკოლკაში მუსიკის პედაგოგად.

 გავხდი  უფროსი მასწავლებელი. აქტიურად ვმონაწილეობ სასკოლო ღონისძიებეში, მუსიკალურად ვაფორმებ სეზონურ სადღესასწაულო ღონისძიებებს სხვადასხვა კლასებში. 

ჩემი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა მუსიკალურ პროექტ-კონკურსებში. ვარ სკოლასთან არსებული საბავშვო სასტრადო სტუდიის „არტ-ჯუნიორი’-ს ხელმძღვანელი. 

ვარ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული კვარტეტ „ჰარმონია“-წევრი. პროფესიული განვითარებისთვის ხშირად ვესწრები მასწავლებელთა სახლის მიერ დაგეგმილ ტრენინგებს. 

გავიარე ტრენინგი სახელწოდებით: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება სასწავლო პროცესში. ვფიქრობ აღნიშნული ტრენინგი საშუალებას მომცემს აქტიურად გამოვიყენო სასწავლო პროცესში ინფორმაციული საკომუნიკაციო საშუალებები.

Комментариев нет:

Отправить комментарий