სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტი. 

პროექტის სახელწოდება: ორკესტრი. სიმებიან-ხემიან საკრავთა ჯგუფი: ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი. 

პროექტის მთავარი იდეა: 

  • მოსწავლეებს ავუხსნათ, რა როლი ენიჭება სიმებიან-ხემიან საკრავთა ჯგუფს ორკესტრის შემადგენლობაში.


 პროექტის აქტუალურობა: 

  • მოიძიონ მასალა სიმებიან-ხემიანი საკრავების აგებულებასა და მათი წარმოშობის შესახებ. 

პროექტის მიზანი: 

VIII. 13. მოსწავლე საუბრობს ამათუიმ საკრავზე შესრულების მანერაზე, ასხვავებს საკრავებს მასალისა და შესრულების მიხედვით. 

VIII. 9. საუბრობს რა განწყობას უქმნის ესა თუ ის მოსმენილი ნაწარმოები. 

მოსალოდნელი შედეგები: 
1. მოსწავლეები გაეცნობიან სიმებიან-ხემიან საკრავებს, მათი აგებულების და წარმოშობის ისტორიას. 
2. მოსწავლეები გაიგებენ საკრავთა ამ ჯგუფს რა როლი ენიჭება ორკესტრის შემადგენლობაში. 

რესურსები: მოსწავლის წიგნი, წიგნის რვეული, აუდიო დისკი, ვიდეო მასალა. 

პროექტის მსვლელობა:

 1. თემის გაცნობა მოსწავლეებისათვის. 

2. კლასიკური ნაწარმოების გაცნობა. 

3.პრეზენტაციის მომზადება. 

4. მოსწავლეთა შეფასება. 

შეფასების რუბრიკა.

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ინფორმაციის მომზადება
არასრულყოფილად მოიძიებს ინფორმაციას
სრულყოფილად მოიძიებს ინფორმაციას და ნაწილობრივ ახერხებს გამოყენებას
სრულყოფილად მოიძიებს საჭირო ინფორმაციას და იყენებს მას
მუსიკის მოსმენით გამოწვეული შთაბეჭდილების გადმოცემა
სრულად ვერ ახერხებს მიღებული შთაბეჭდილების გადმოცემას
კარგად ახერხეს მიღებული შთაბეჭდილების გადმოცემას
მიღებულ შთაბეჭდილებას გადმოსცემს მაღალ მხატვრულ დონეზე
სიმებიან-ხემიან საკრავთა ხმების გარჩევა
უჭირს სიმებიან-ხემიან საკრავთა ხმოვანების გარჩევა
ნაწილობრივ არჩევს სიმებიან-ხემიან საკრავთა ხმოვანებას
არჩევს ყველა სიმებიან-ხემიან საკრავთა ხმოვანებას

საგნებთან ან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 

მუსიკა და ისტ. ის. ტექნ. 

დაწყ. 5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის. 

მოსწავლე: იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული მასალის მოსაძიებლად და შესაქმნელად. იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს.

პროექტის ხელმძღვანელი: მაია თოთიბაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: totibadze.maia@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий