გაკვეთილის გეგმა



მასწავლებლის სახელი და გვარი:   მაია თოთიბაძე

საგანი:  მუსიკა

კლასი:  VI-2 კლასი;

მოსწავლეთა რაოდენობა:  30 მოსწავლე;

გაკვეთილის თემა:   ორკესტრი, ვიოლინოს ისტორია. თანამედროვე მევიოლინეები.

გამოსაკითხი მასალა: ერთმანეთისაგან გაარჩიონ კლასიკური და ხალხური საკრავები, მათი აგებულების და ჟღერადობის მიხედვით. ნოტის გრძლიობა,  სანოტო დამწერლობა.  

გაკვეთილის მიზანიმოსწავლე შეძლებს სხვადასხვა ტიპის ორკესტრის შემადგენლობის გარჩევას, საკრავების ხმოვანების გამოცნობას, მუსიკალური დამწერლობისა და ტერმინების გამოყენებას, სიმღერას მარტო და სხვებთან ერთად, მოსწავლეები განივითარებს მუსიკალური რიტმის შეგრძნებასა და საკრავების ხმების გარჩევის უნარს.

ესგ:  მუს.VI.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.

         მუს.VI.4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.

         მუს.VI.6.  მოსწავლეს შეუძლია  სხვებთან თანამშრომლობა.

        მუს.VI.7.  მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების განხილვა და შეფასება.

        მუს.VI.12. მოსწავლე იცნობს სხვადახვა  ტიპის ანსამბლისა და  ორკესტრის    
შემადგენლობას.

შეფასება: ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას კომენტარის სახით ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით და განმსაზღვრელ შეფასებას ქულებით.

წინარე ცოდნა: იციან საკრავთა სხვადასხვა ჯგუფების შესახებ, ასხვავებენ ერთმანეთისგან კლასიკურ და ხალხურ საკრავებს. მოსმენისას გაარჩევენ ერთმანეთისაგან საკრავთა ხმოვანებას. სანოტო დამწერლობის გამოყენებით აგებენ მელოდიას, სადაც ავლენენ ნოტის გრძლიობის ცოდნას.

რესურსები: ფორტეპიანო, წიგნი, წიგნის რვეული, ვიდეო და აუდიო მასალა, ფერადი ფურცლები, პლაკატები. ელექტრონული პრეზენტაცია. კომპიუტერი, პროექტორი.

გაკვეთილის მიმდინარეობა 45 წუთი.


N
აქტივობის აღწერა
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1
გაკვეთილის A ფაზა_ გამოწვევა

აქტივობა 1 _ მისალმება, შეფასების რუბრიკის გაცნობა
გაკვეთილის თემის წარმოდგენა- ,,ვიოლინოს ისტორია, ორკესტრის შემადგენლობა.
მინი ლექცია, კითხვა-პასუხი               
მთელ კლასთან
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა. ელექტრონული პრეზენტაცია.
10  წუთი

გაკვეთილის B ფაზა_ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 2. _ ვერბალური ახსნა.
როგორც იცით ვიოლინო მიეკუთვნება სიმებიან-ხემიან საკრავთა ჯგუფს.
რა ვიცით ამ ჯგუფის შესახებ და რას იტყვით ვიოლინოზე? ის ხომ სიმფონიური ორკესტრის მთავარი შემადგენელი საკრავიარას იტყვით თანამედროვე მევიოლინეებზე?      





ორკესტრის ხელმძღვანელი არის დირიჟორი, რომელიც  არის უმთავრესი ფიგურა მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას. რა შეგიძლიათ მითხრათ დირიჟორისა და მისი უმთავრესი ხელსაწყოს დირიჟორის ჯოხის შესახებ?
კითხვა პასუხი
მინი ლექცია,
მთელ კლასთან ჯგუფური
ვიდეომასალა
10წუთი
3
გაკვეთილის C ფაზა_ რეფლექსია

აქტივობა 3. _ პრაქტიკული სამუშაო. რიტმულ ინტონაციური სავარჯიშოწვიმა“.
მოვისმენთ რამდენიმე განსხვავებული შემადგენლობის მქონე ორკესტრის შესრულებას. თქვენ უნდა გამოიცნოთ ეს ხმები საკრავებისაა თუ სხვადასხვა ნივთების მიერაა გამოცემული 
კითხვა პასუხი
მთელ კლასთან ჯგუფური

რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშო ,,წვიმა“.
10წუთი
4
აქტივობა 4 _ ჯგუფური მუშაობა
მოსწავლეებს დავურიგებ ჯგუფებში დავალებებს: მოცემულობის მიხედვითშეადგინონ მელოდია., რომელიც ურთიერთშეფასებისთვისაა განკუთვნილი.
კითხვა პასუხი
მთელ კლასთან ჯგუფური
ფერად ფურცლებზე დახაზული სანოტო სისტემა.
5წუთი
5
აქტივობა 5: საშინაო დავალების მიცემა-
მოისმინეთ მენდელსონის სავიოლინო კონცერტი და დაწერეთ შთაბეჭდილება ამ   ნაწარმოებზე. კიდევ შეადგინეთ მელოდია მოცემულობის მიხედვით



5წუთი
6
ინდივიდუალური შეფასება-
მოსწავლეები მოისმენენ სიმღერას. სიმღერისა ტექსტსა და სანოტო ჩანაწერს დააკავშირებთ ერთმანეთს.
მთელ კლასთან

ფორტეპიანო, წიგნი
5წუთი

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ რიტმის შეგრძნება, ორკესტრის შემადგენლობის მიხედვით საკრავების ხმოვნების გარჩევა, სანოტო დამწერლობის გამოყენება.
·         ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.


შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
5-6 ქულა
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვისაა ჩართული და აქტიურად მონაწილეობს
ხშირად ერთვება გაკვეთილში
იშვიათად მონაწილეობს
მუსიკის მოსმენით გამოწვეული შთაბეჭდილების გამოხატვა
სრულად გადმოსცემს მიღებულ შთაბეჭდილებას
ნაწილობრივ გადმოსცემს მიღებულ შთაბეჭდილებას
უჭირს მიღებული შთაბეჭდილების გადმოცემა
მუსიკალური ტერმინოლოგიის გამოყენება
იცის მუსიკალური ტერმინები, განმარტავს და ყოველთვის იყენებს მათ
იცის ნაწილობრივ განმარტავს და იყენებს
განმარტავს მაგრამ იშვიათად იყენებს

ხელმოწერა: მაია თოთიბაძე

თარიღი:

Комментариев нет:

Отправить комментарий